გლდანის გამგებელი ოქროსმედალოსან მოსწავლეებს შეხვდა
გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით, გამგეობის თანამშრომლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში რაიონში არსებული სკოლების 2014-15 სასწავლო წლის გამოშვების ოქროსმედალოსან მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.
როგორც “კვირას” გლდანის გამგეობიდან აცნობეს, მოსწავლეებს გლდანის გამგებელმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, სასწავლო წლის წარმატებით დამთავრება და სტუდენტობა მიულოცა.
მოსწავლეებს ასევე შეხვდნენ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატები; გასართობი ცენტრის ,,მაქსილენდის“ დირექტორი თენგიზ ჩუბინიძე და პოეტი – თინათინ მღვდლიაშვილი.
ოქროსმედალოსნებს საკონცერტო პროგრამით გლდანის მე-20 ხელოვნების სკოლის მოსწავლეები მიესალმნენ.
35 საჯარო და კერძო სკოლის 57-მა ოქროსმედალოსანმა ,,სიცოცხლის ხე“ დარგო. წარჩინებული მოსწავლეების მიერ ხის დარგვა ტრადიციად იქცევა.
საღამოს დაესწრო თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია.