“რომპეტროლი” საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერი გახდა
„რომპეტროლი“ (KMG International) საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერი გახდა. მხარეებს შორის 2 წლიან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა.
„რომპეტროლი ყოველთვის ცდილობს მხარში დაუდგეს ქართული სპორტის განვითარებას. ჩვენი პლატფორმა ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას. წლების განმავლობაში, მხარში ვედექით სპორტის სხვადასხვა სახეობას: ავტორპორტს, წარმატებულ კიკბოქსიორს – გიგა ჭიკაძეს, ძალიან პერსპექტიულ ახალგაზრდა ჩოგბურთელს ანა შანიძეს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ამ ეტაპზე კი რომპეტროლი ძალოსნობის მხარდამჭერია.“ – აცხადებს რომპეტროლის გენერალური დირექტორი კონსტანტინ პოპუშოი.
ფედერაციაში აცხადებენ, რომ სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. „ძალოსნობის ფედერაციას აქვს დიდი გეგმები და იმედი გვაქვს, რომპეტროლთან ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და სასიკეთო იქნება. მომდევნო წელი, ოლიმპიადის წელია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ოქრო მოვიპოვოთ.“- აცხადებს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი.
„რომპეტროლი“ 10-12 სექტემბერს თბილისში გამართული ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატის სპონსორი იყო. ჩემპიონატი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 80-მა სპორტსმენმა მიიღო.
რაც შეეხება ჩემპიონატის შედეგებს: 56 კგ წონით კატეგორიაში, პირველობა ზაზა ფუტკარაძემ (202 კგ) მოიპოვა, 62 კგ წონით კატეგორიაში რამინ შამილაშვილმა (262 კგ), 69 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული გოგა ჩხეიძე (285 კგ) გახდა, ხოლო 77 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ლომთაძე (319კგ). 85 კგ წონით კატეგორიაში დათო ხარატიშვილმა გაიმარჯვა (315 კგ), 94 კგ წონით კატეგორიაში რაულ ცირეკიძემ (354კგ), 105 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი გიორგი ჩხეიძემ (360კგ) მოიპოვა, ხოლო მძიმე წონაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ირაკლი თურმანიძემ (416კგ) იმარჯვა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ფედერაცია აქტიურად ემზადება ჰიუსტონში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატისთვის და რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მაქსმალურად ბევრი ლიცენზიის აღებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ „რომპეტროლ ჯგუფი“ ძალოსნობის სპორტის მხარდამჭერი გახდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არის წარმოდგენილი და წარმატებით მოღვაწეობს.
რომპეტროლის შესახებ:„რომპეტროლი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 9 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის – ევრო 5 საწვავს სთავაზობს.
რომპეტროლ საქართველო წარმოადგენს KazMunayGas International NV, ყოფილი რომპეტროლ ჯგუფის წევრს. კომპანიამ სახელი შეიცვალა 2014 წლის დასაწყისში, კომპანია KazMunayGas (KMG)-თან საქმიანობისა და ოპერაციების ინტეგრაციის შედეგად, რომელიც წარმოადგენს ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ ოპერატორსა და ჯგუფის ერთადერთ აქციონერს. KazMunayGas International NV 12 ქვეყანაში 7000 თანამშრომელს აერთიანებს.
R