როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში
მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მზიანი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.
კერძოდ, 15 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, თუმცა ღამით, შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა კი 27-32 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის, თუმცა, ღამით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა კი 30 გრადუსი იქნება.
16 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში დღე უნალექოდ ჩაივლის, თუმცა, ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-30 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც მზიანი ამინდი იქნება, თუმცა, ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.ჰაერის ტემპერატურა იქნება 26-31 გრადუსი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის, თუმცა, ღამის ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა იქნება 29 გრადუსი. 17 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა იქნება 26-31 გრადუსი.
რაც შეეხება დედაქალაქს, 17 სექტემბერს დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსი იქნება და დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.