ცაცხვის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვის საბაზისო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ბავშვები კლასებში არ შეიყვანეს.
როგორც ისინი აცხადებენ, სკოლაში დაიხურა მეხუთე-მეექვსე კლასები და ისინი სწორედ ამ კლასების აღდგენას ითხოვენ.
სკოლა, ოპტიმიზაციის შემდეგ, შეუერთდა ცაიშის საჯარო სკოლას. ამჟამად აქ მხოლოდ ოთხი კლასი ფუნქციონირებს.
ცაცხვის სკოლის მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ ზუგდიდის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი გონერი ბაბავა და ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია.
მიღწეულია შეთანმხმება, რომ მომავალი წლისთვის დადგება სკოლის დეოპტიმიზაციის საკითხი.