მარტვილის საკრებულოს წევრებმა ლებარდეში კურორტის განვითარებაზე იმსჯელეს (ვიდეო)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარე კურორტ ლებარდეში გასვლითი სხდომა გამართეს. როგორც “კვირას“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, გასვლითი სხდომა მიზნად კურორტის პოპულარიზაციას, განვითარებასა და აღდგენას ისახავდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული ერთ-ერთ საკითხი კურორტ ლებარდის რეაბილიტაცია იყო.
გასვლით სხდომაზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს და გამგეობის შესაბამის სამსახურებს ეთხოვათ, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებულ იქნეს, მარტვილიდან ლებარდემდე საავტომობილო გზის საპროექტო სამუშაოების თანხა, ასევე, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, შედგეს კურორტ ლებარდეს განაშენიანების სტრატეგიული გეგმა. სხდომის დაწყებამდე, კურორტის პატარა ხის სამლოცველოში მამა იაკობმა ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადა.