იაპონიაში სიდიდით მეორე ვულკანი ამოიფრქვა

იაპონიის სამხრეთ ნაწილში ვულკანი ასო ამოიფრქვა. ვულკანოლოგების განცხადებით, ეს ამოფრქვევა 1979 წლიდან მოყოლებული ყველაზე ძლიერია.
ვულკანის კრატერზე კვამლი და ფერფლი ორი კილომეტრის სიმაღლეზე ადის. იაპონიის მთავარმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ვულკანის საფრთხე ხუთბალიანი სკალით 3 ბალამდე გაზარდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ამოფრქვევის დროს მთაზე მყოფი ტურისტები ევაკუირებულები იყვნენ. ვულკანის გააქტიურების გამო ქალაქ კუმამოტოს აეროპორტში ავიარეისები გაუქმდა. ჯერჯერობით მოსახლეობის ევაკუაცია არ გამოცხადებულა.
ბოლო დროს იაპონიაში ვულკანური აქტივობა გაიზარდა. გასული წლის სექტემბერში ნაგანოს პრეფექტურაში ვულკან ონტაკოს ამოფრქვევის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ორ თვეში ვულკან ასოზე და სინდაკეზეც ძლიერი ამოფრქვევა მოხდა.
იაპონიაში მთელი მსოფლიოს ვულკანების 7% მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები