„თალიბანმა“ ციხის შტურმის შედეგად პატიმრობიდან 350 ადამიანი გაათავისუფლა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ ავღანეთის ქალაქ გაზნისთან ახლოს მდებარე ციხე შტურმით აიღეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად „თალიბებმა“ციხის ოთხი მცველი მოკლეს, ხოლო 350 ადამიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ასევე ორმხრივი სროლის შედეგად სამი თავდამსხმელი დაიღუპა.
პროვინციის გუბერნატორის მოადგილის მოჰამად აჰმადის ინფორმაციით, ერთ-ერთმა „ბოევიკმა“ შესასვლელთან თავი აიფეთქა, რის შემდეგ დანარჩენებმა შენობა შტურმით აიღეს. ჩინოვნიკის თქმით, თავდამსხმელები კარგად იყვნენ ორგანიზებულები. მოძრაობა „თალიბანმა“ თავდასხმაზე ოფიციალური პასუხისმგებლობა აიღო.
ადგილობრივი ხელისუფლება ეჭვობს, რომ გაქცეული პატიმრების დიდი ნაწილი „თალიბანის“ წევრია. ციხეში უფრო მსუბუქი დანაშაულისთვის დაკავებული პატიმრებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები