ეგვიპტეში შეცდომით 12 ტურისტი მოკლეს

ეგვიპტეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა შეცდომით ცეცხლი გაუხსნეს მექსიკელ ტურისტებს, რომლებიც ეგვიპტის დასავლეთ ნაწილში მდებარე უდაბნოში მანქანებით გადაადგილდებოდნენ. ინციდენტის შედეგად 12 ტურისტი დაიღუპა და 10 დაიჭრა. დაღუპულთა შორის ეგვიპტელი გიდებიც არიან.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როდესაც პოლიცია და საჯარისო ნაწილები ტერორისტების დევნის ოპერაციას ატარებდნენ. „ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა აკრძალულ ზონაში შეამჩნიეს ოთხი „ჯიპი“ და მათ მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტომანქანებში მექსიკელი ტურისტები იმყოფებოდნენ. 12 ადამიანი – 10 მექსიკელი და 2 ეგვიპტელი დაიღუპნენ. 10 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტრაგიკული ინციდენტის გამოსაძიებლად არაბული რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტროში sპეციალური ჯგუფი შეიქმნა. ამ ჯგუფში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებიც შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები