მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეების შემოსავალი გაბონის მოსახლეობის შემოსავალს შეადარა

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა 184-დან 115 მილიარდ დოლარამდე უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის დაცემა გააკრიტიკა. მისი თქმით, განვითარების დღევანდელი ტემპებით 2014 წლის წინა პერიოდის განვითარების დონეზე დასაბრუნებლად უკრაინას 15 წელი დასჭიდრება. ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა „შუსტერ-ლაივის“ ეთერში განაცხადა.

„აფრიკას დიდ პატივს ვცემ, ამიტომ ბოდიშის მოხდით ვიტყვი – ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონით უკრაინა გაბონის დონეზე დაეცა. ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი 32 პროცენტიდან 47 პროცენტამდე ავიდა. ეს ბიზნესს კლავს“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს დაეყრდნო.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 53 ბანკის დახურვის გამო უკრაინამ წელიწადნახევრის განმავლობაში 400 მილიარდი გრივნა (18,5 მილიარდი დოლარი) დაკარგა. ეკონომიკის აღსადგენად ის რადიკალური რეფორმებისთვის მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები