ინდოეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა (ვიდეო)

ინდოეთის მადხია-პრადეშის შტატის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 20 დაღუპულის შესახებ.

აფეთქება დილის საათებში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. The Times of India-ს ცნობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია თხევადი აირის ბალონის აფეთქების შესახებ, მაგრამ მოგვიანებით პოლიციამ არ გამორიცხა, რომ მეორე აფეთქებაც მოხდა – აფეთქდა ფეიერვერკები, რომელთა საწყობი ასევე ამ შენობაში მდებარეობდა.

საავადმყოფოში ამჟამად 34 დაშავებული რჩება, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა ძალზე მძიმეა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ვინაიდან რესტორანი ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს მდებარეობს, მაშველები არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევებში, შენობაში მყოფთა გარდა, გაჩერებაზე მდგომი ხალხიც იყოს მოყოლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები