გაეროს გენერალური მდივანი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის ინიციატივით გამოდის
გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის წინადადებით გამოდის. მისი განცხადებით, აუცილებელია ამ ორგანიზაციის საქმიანობის „ფუნდამენტური ცვლილება“, რათა ის თანამედროვე გამოწვევებს პასუხობდეს.
ამისთვის პან გი მუნი სამი ფუნდამენტური ცვლილების განხორციელებას მოითხოვს.
პირველ რიგში, აუცილებელია გაერომ ყურადღება გაამახვილოს კონფლიქტების პრევენციასა და საშუამავლო ფუნქციებზე. მეორე მხრივ, გაეროს სამშვიდობო ძალები უფრო მობილური და მოქნილი უნდა გახდეს და რეგიონის სპეციფიკას თვალისწინებდეს, ასევე მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულები იყვნენ.
მესამე ინიციატივა კონფლიქტების მოსაგვარებლად რეგიონულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა „აფრიკული კავშირი“, უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
პან გი მუნი დარწმუნებულია, რომ მის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები სამშვიდობო პრინციპების საფუძველს არ შეცვლის.