რუსეთში 13 სექტემბერს მუნიციპალური არჩევნები გაიმართება

13 სექტემბერს რუსეთის 23 საქალაქო და 11 რეგიონულ პარლამენტში არჩევნები გაიმართება. დღეს კი ე.წ. სიჩუმის დღე არის, როდესაც ნებისმიერი აგიტაცია აკრძალულია. ამ დღეს დაშვებულია მხოლოდ ადრე გამოკიდებული სააგიტაციო პლაკატები იმ პირობით, რომ ის საარჩევნო უბნიდან 50 მეტრზე ახლოს არ უნდა მდებარეობდეს.

საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნება და 20.00-ზე დაიხურება. დროის სარტყელის გამო არჩევნები თითქმის ერთ დღე-ღამეს გაგრძელდება. მოსკოვის დროით ვლადივოსტოკში საარჩევნო უბნები 00.00 საათზე გაიხსნება, ხოლო კალინინგრადის ოლქში ის მოსკოვის დროით 21.00 საათზე დაიხურება.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში სხვადასხვა პარტიები და პოლიტიკური ბლოკები მონაწილეობენ, ექსპერტთა შეფასებით, ყველაზე დიდი შანსი სახელისუფლო „ედინაია როსიას“ აქვს, რომლის ხელში ადმინისტრაციული რესურსია და ფედერალური მედიის სრული მხარდაჭერა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები