ინდოეთში თხევადი აირის ბალონის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის მადხია-პრადეშის შტატის რესტორანში თხევადი აირის ბალონის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ The Times of India იუწყება.
ინციდენტის შედეგად 80-მდე ადამიანი დაიჭრა. NDTV-ს ცნობით, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. სამართალდამცველ სტრუქტურებში არ გამორიცხავენ, რომ აფეთქება შეიძლება ფეიერვერკებსაც გამოეწვია, რომელიც იმავე შენობაში ინახებოდა.