ერევანში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაარბიეს
სომხეთის დედაქალაქში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები დაარბია, რომლებმაც ბაგრამიანის გამზირი გუშინ გადაკეტეს. დაკავებულია აქციის 50-მდე მონაწილე.
მომიტინგეები, რომლებიც ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას აპროტესტებდნენ, ბაგრამიანის გამზირზე მიტინგის შემდეგ მივიდნენ, რომელიც მანამდე თავისუფლების მოედანზე გაიმართა.
საპროტექტო აქციის მონაწილეთა აზრით, ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა დენის ტარიფის გაზრდის შემდეგ კომპენსაციების გაცემის თაობაზე.
სომხეთში ენერგეტიკული მონოპოლისტი კომპანია „სომხეთის ელექტროქსელებია“, რომლის აქციების 100% რუსულ „ინტერ რაოს“ ეკუთვნის. ივნისის ბოლოს ერევანში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ტარიფის გაზრდა გარდაუვალია, მაგრამ ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება. პარალელურად „სომხეთის ელექტროქსელებში“ აუდიტი ჩატარდება.