ტაჯიკეთში ამბოხებული გენერალი მოკლეს
ტაჯიკეთში ამბოხებული გენერალი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე აბდუხალიმ ნაზარზოდა მოკლეს. გენერლის ლიკვიდაცია რომიტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოხდა.
მიმდინარე კვირას ტაჯიკეთის გენერალურმა პროკურატურამ აბდუხალიმ ნაზარზოდას და თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ჯუნაიდულო უმაროვის წინააღმდეგ ტაჯიკეთის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით საქმე აღძრა.
შეგახსენებთ, რომ ნაზარზოდას ორგანიზებით 4 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობაზე და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე თავდასხმები მოხდა. შეტაკების შედეგად ორივე მხრიდან 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ცხრა თავდამსხმელი. დანარჩენებმა კი რომიტის ხეობას შეაფარეს თავი. ამის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში ამბოხებული გენერლის და მისი მომხრეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.