11 სექტემბრის ტერაქტიდან 14 წელი გავიდა
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში, „ტყუპებზე“ განხორციელებული ტერორისტული შეტევის შემდეგ 14 წელი გავიდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მისი მეუღლე მიშელი და თეთრი სახლის თანამშრომლები წუთიერი დუმილით დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. შემდეგ პრეზიდენტი ვაშინგტონის სიახლოვეს მდებარე ფორტ-მიდის ბაზაზეც გაემგზავრება და ამერიკელ სამხედროებთან ერთად ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავს.
11 სექტემბერს თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი ავიალაინერი გაიტაცეს, რის შემდეგაც ორი მათგანი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრს შეაჯახეს. ერთი ავიალაინერი პენტაგონში, ერთი კი პენსილვანიის შტატში, მინდორში ჩამოვარდა.
ყოფილი სავაჭრო ცენტრის ადგილას 11 სექტემბრის მუზეუმი გაიხსნა, პენტაგონში ასევე ხსოვნის მემორიალია გახსნილი. მემორიალი დაიდგა პენსილვანიაშიც, მეოთხე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას.
ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში 2011 წლის 11 სექტემბერს, საერთო ჯამში, 3 ათასი ადამიანი დაიღუპა.