თურქეთის საჰაერო ძალებმა „ქურთთა მუშათა პარტიის“ პოზიციები დაბომბეს
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში, „ქურთთა მუშათა პარტიის“ პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
შეტევაში 15 საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობდა. კერძოდ, დაიბომბა „ბოევიკების“ პოზიციები კანდილის, აავაშინის და ელ-ზაპის მიდამოებში.
თურქეთის ოპოზიციური პროქურთული პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 2015 წლის ივლისიდან თურქი სამხედროების შეტევების შედეგად 21 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ ავიაიერიშების შედეგად დაღუპულია ასობით ქურთი „ბოევიკი“ და მხოლოდ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.