აშშ 10 ათასი სირიელი ლტოლვილის მისაღებად მზად არის

აშშ მომავალ წელს მზად არის, 10 ათასი სირიელი ლტოლვილი მიიღოს, – ამის შესახებ ბარაკ ობამ განაცხადა. ოთხი წლის განმავლობაში, რაც სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან გავიდა, შეერთებულ შტატებში ცხოვრების უფლება 1500-მა ადამიანმა მიიღო. ბოლო თვეებში ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზიიდან ლტოლვილების ნაკადის პრობლემა შეიქმნა. გერმანიამ 450 ათასი ლტოლვილი უკვე მიიღო, ხოლო წლის ბოლომდე იქ კიდევ 800 ათასი ადამიანი გეგმავს ჩასვლას.
ამერიკელმა სენატორებმა პრეზიდენტ ობამას 65 ათასი სირიელი ლტოლვილის მისაღებად ჯერ კიდევ მაისში მიმართეს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, აშშ-სთვის ლტოლვილების პრობლემაზე ყველაზე ეფექტური პასუხი ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების აღმოჩენაა, რადგან ამერიკაში მილიონობით სირიელის გადასახლება „რთულად განსახორციელებელი საკითხია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები