აშშ-ს „რესპუბლიკური პარტიის“ რეზოლუციას ირანთან შეთანხმების წინააღმდეგ სენატმა მხარი არ დაუჭირა

აშშ-ს სენატის „დემოკრატიული პარტიის“ წევრებმა ირანთან ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგ „რესპუბლიკელების“ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. პროცედურული კენჭისყრის დროს ირანთან შეთანხმების წინააღმდეგ 58 სენატორი გამოვიდა, ანუ ამ ინიციატივას 2 ხმა დააკლდა.
ყველა ის სენატორი, ვინც ირანთან შეთანხმების დაბლოკვას მხარი არ დაუჭირა, „დემოკრატიული პარტიის“ წევრია ან დამოუკიდებელი სენატორი.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ გადაწყვეტილებას „დიპლომატიისა და საერთაშორისო უსაფრთხოების“ გამარჯვება უწოდა. ირანთან შეთანხმების რეალიზების შესახებ ადრე მიღებული კანონის მიხედვით, ისლამურ სახელმწიფოსთან შეთახმება კონგრესმა უნდა განიხილოს და 17 სექტემბრამდე „ბირთვულ შეთანხმებას“ მხარი ან დაუჭიროს, ან უარყოს. ამჟამად კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა „რესპუბლიკურ პარტიას“ ეკუთვნის, რომელიც ირანთან შეთანხმებას მხარს არ უჭერს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აპირებს ობამას ადმინისტრაცია კონგრესში ამ საკითხის გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები