უკრაინამ რუსეთის 1700 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

უკრაინამ რუსეთის 1700 მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანს“ უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოში შეატყობინეს.
როგორც ამ უწყებაში განაცხადეს, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების შემოღება 2014 წლის მარტიდან დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის წარმოება დაიწყეს რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ გაფართოვდება სანქციები რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ. ეს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში პეტრო პოროშენკოს ბრძანებულების შესაბამისად ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები