ოდესაში ღამით აფეთქება მოხდა

გვიან ღამით ოდესაში, კობლევსკაიას ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველო იტყობინება.
„ღამის პირველ საათზე მილიციაში შევიდა შეტყობინება, რომ კობლევსკაიას ქუჩაზე, ეზოს შესასვლელთან ხელყუმბარა აფეთქდა. აფეთქების შედეგად ავტომობილი “ჰონდა“ დაზიანდა, რომელსაც ხელყუმბარის ნამსხვრევები მოხვდა“, – ნათქვამია სამართალდამცველების ინფორმაციაში.
აფეთქების ადგილზე ხელყუმბარის საკეტი აღმოაჩინეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები