თურქეთის ქალაქ ჯიზრეში შეტაკებების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა
თურქეთის ქალაქ ჯიზრეში თურქ პოლიციელებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა ქურთი „ბოევიკები“ არიან, მაგრამ პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტია“ 20 დაღუპული მშვიდობიანი ადამიანის შესახებ საუბრობს.
როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ „ბი-ბი-სის“ შეატყობინა, სამხედროებმა ქალაქი ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს და იქ კომენდანტის საათია გამოცხადებული.
ასევე პოლიციამ პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ დეპუტატების დელეგაცია გააჩერა პარტიის ლიდერის სალახათინ დემირთაშის ხელმძღვანელობით, რომლებიც ჯიზრეში ფეხით ჩასვლას ცდილობდნენ.
ივნისში თურქეთში გამართულ არჩევნებზე ჯიზრეს მოსახლეობის 85%-მა „სახალხო დემოკრატიულ პარტიას“ მისცა ხმა. საბოლოოდ ეს პარტია პარლამენტში მოხვდა და პრეზიდენტ ერდოღანის პარტიას მთავრობის ფორმირებაში ხელი შეუშალა. „ბი-ბი-სი“ იტყობინება, რომ ქალაქში ქურთების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასჯის აქცია.