სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხების პოზიციებს ტავუშის ოლქში ცერცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ოთხი ადამიანი.
„სოფელ ვაზაშენში სამი სამოქალაქო პირია დაჭრილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე დაჭრილია ერთი სამხედრო, რომლებსაც ასევე აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს“, – განაცადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არცრუნ ოვანესიანმა.
მისივე ინფრომაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სექტემბრის დასაწყისიდან დაიძაბა. სროლის შედეგად მხოლოდ სომხეთის მხრიდან 6 ადამიანია დაჭრილი. სომეხი ექსპერტების აზრით, აზერბაიჯანის გააქტიურება შეიძლება უკავშირდებოდეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან წვრთნებს. ასეთივე აქტივობა აზერბაიჯანის მხრიდან შარშანაც შეინიშნებოდა. მაშინ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ე.წ. მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რასაც ვითარების ესკალაცია მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები