ხუდონჰესის პროექტში ცვლილებები შედის

ხუდონჰესის პროექტში ცვლილებები შევა და ცვლილების მიხედვით, ინვესტორთა ვალდებულებები შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, ცვლილებების მიხედვით ინვესტორს გამომუშავებული ელექტროენერგიის საქართველოში დატოვება მთელ წელს მოუწევს, ნაცვლად სამი თვისა.
„მიმდინარეობს 2011 წლით გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე საუბარი. კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, რომ ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სამი თვის ნაცვლად მთელი წლის განმავლობაში დატოვოს საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები