783 დევნილ ოჯახს საკუთრებაში ბინები გადაეცემა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კიდევ 783 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცემა, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“წინა მთავრობის სხდომაზე 1200 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, თუმცა რატომღაც არც ერთ მედიასაშუალებას არ გახსენებია ამ საკითხის გაშუქება. მაგრამ, ჩვენ ამ გეგმას მივყვებით. უკვე ათასობით დევნილს დავუკანონეთ ბინები და გადავეცით საკუთრებაში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.