მიხო მოსულიშვილი: ძალიან გსიამოვნებთ გალიაში გამოკეტილი და გასაცოდავებული ცხოველების ნახვა?

ახალი ზოოპარკის თემას, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 48 ჰექტარზე განთავსდება, მწერალი მიხო მოსულიშვილი ფეისბუქით გამოეხმაურა:
„თბილისს ზოოპარკი არა სჭირდება! რად გვინდა ზოოპარკი, თანაც ამხელა და ალბათ, რამდენიმე ათეული მილიონის ხარჯით, – ძალიან გსიამოვნებთ გალიაში გამოკეტილი და გასაცოდავებული ცხოველების ნახვა? თქვენ რომ სამუდამოდ ჩაგსვან გალიაში და ცხოველებმა გარედან გიყურონ, მოგეწონებათ? თუკი ცხოველები გიყვარს, გალიებში უნდა გამოკეტო სამუდამოდ, თუ ისე ცხოვრება დააცადო, როგორც და სადაც თავად ცხოვრობს? იუთუბია, დოკუმენტური ფილმებია და ათასი რამე – იქ ნახე, ბოლობოლო, თუ შენთვის საინტერესო ცხოველის საცხოვრებელ ადგილზე ვერ ჩახვალ და იქ ვერ ნახავ“, – წერს მოსულიშვილი სოციალურ ქსელში.
თბილისის ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 48 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. ახალი ზოოპარკის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები