აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა
აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 102 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდა იყო, ხოლო ეპიცენტრი – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
ბიძგები საქართველოში თბილისის დროით 8:50 საათზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ადგილობრივი მედიის ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ შეკიდან 29 კილომეტრის მოშორებით იყო. ეპიცენტრში 7 ბალი, ხოლო ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში – 5-6 ბალი დაფიქსირდა.