ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ სარაგბო ბაზას გახსნის

ხვალ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდ დიღომში მდებარე „ლელო სარასენსის“ სარაგბო ბაზას ოფიციალურად გახსნის. გახსნის ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „ლელო სარასენსი“ – ეს არის კიდევ ერთი რაგბის ბაზა, რომელიც რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მოეწყო.
„მისი აშენებისთვის დაიხარჯა 5 მილიონ 640 ათასი ლარი.ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო. ბაზაზე განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 1 750 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო მეორე, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი სპორტსმენების სავარჯოშოდაა მოწყობილი. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. „ლელო სარასენსის“ ტერიტორია 2 ჰექტარს მოიცავს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები