პლანეტა მერკური ვენერასთან ან მზესთან შეჯახების შედეგად შეიძლება დაიღუპოს

მერკური ვენერასთან ან მზესთან შეჯახების შედეგად შეიძლება დაიღუპოს, თუმცა დედამიწას არაფერი ემუქრება. ეს განცხადება აშშ-ს მანოას უნივერსიტეტის პლანეტოლოგმა რიჩარდ ზეებმა გააკეთა. ეს დასკვნები მან Astrophysical Journal-ში, სტატიაში გამოაქვეყნა.
რიჩარდ ზეებმა მზის სისტემის პლანეტების ყველა შესაძლებელი ორბიტა მის მიერ გამოგონილი ალგორითმების და გათვლების მეთოდიკით გათვალა. ამისთვის კი პლანეტების მოძრაობის ისტორია შეისწავლა 5 მილიარდი წლის განმავლობაში.
მეცნიერის აზრით, მზის სისტემა იმდენად არასტაბილურია, რომ მერკური რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ შეიძლება განადგურდეს. ეს. შესაძლებელია მოხდეს 90-100 მილიონი წლის შემდეგ, მას მერე, რაც მისი ორბიტა ელიფსური გახდება. ზეებეს აზრით, ამის შანსები მინიმალური, დაახლოებით 0,6%-ია, მაგრამ ამ შესაძლებლობის გამორიცხვა შეუძლებელია.
ასტრონომები უკვე 400 წლის განმავლობაში ცდილობენ იმის დადგენას, თუ რამდენად სტაბილურია მზის სისტემა და რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლიათ პლანეტებს ერთმანეთის გვერდით მოძრაობა ისე, რომ გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად რომელიმე მათგანი ორბიტიდან არ „ჩამოიშორონ“. ეს ძალზე რთული გათვლებია და, ბოლო 20 წლის განმავლობაში, სუპერკომპიუტერების გამოგონების შემდეგ, მეცნიერებმა ამის გაკეთება ერთობლივი ძალებით შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები