30 აგვისტოს ღამით ევროპაში სუპერმთვარეს დაინახავენ

29-30 აგვისტოს ღამით ევროპის ქვეყნების მოქალაქეები უნიკალური მოვლენის – სუპერმთვარის მოწმეები გახდებიან. ამ დღეს დედამიწის თანამგზავრი უჩვეულოდ დიდი ჩანს. საქმე იმაში გახლავთ, რომ მთვარე მაქსიმალურად მიუახლოვდება დედამიწას, ამიტომ ის იმაზე უფრო დიდი და კაშკაშა გამოჩნდება, ვიდრე სხვა დღეებში. თუმცა არ არის საჭირო იმის მოლოდინი, რომ მთვარე ნახევარ ცას დაფარავს. ის ზომებში დაახლოებით 10%-ით მოიმატებს. ამიტომ არც თუ ისე დაკვირვებულმა ადამიანებმა ეს შეიძლება ვერც კი შეამჩნიონ. მაგრამ ასტრონომიის მოყვარულები, რომლებიც ღამის ცას ტელესკოპებით აკვირდებიან, ასეთ მოვლენას ნამდვილად არ გამოტოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები