ამერიკელი ასტრონავტი – ადამიანები მარსზე კოლონიას 25 წლის შემდეგ შექმნიან

85 წლის ამერიკელი ასტრონავტი ბაზ ოლდრინი, რომელიც 1969 წელს მთვარეზე გაფრინდა, ფლორიდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად მარსის კოლონიზაციის გეგმის შემუშავებით იქნება დაკავებული. ამის შესახებ The Guardian იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ოლდრინი მარსზე პირველ დასახლებას 2039 წლისთვის გეგმავს.
მისი აზრით, პლანეტის პირველი კოლონიზატორები მარსზე 10 წელს გაატარებენ. ამერიკაში ოლდრინის ამ განცხადებას საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ. დაახლეობით ერთი თვის წინ ბაზ ოლდრინმა ხუმრობით უკვე გამოაქვეყნა მთვარეზე ვიზიტის საბაჟო დეკლარაცია, რომელიც მან ნამდვილად გაასაღა. ოლდრინი მსოფლიოში მეორე ადამიანია, რომელიც 1969 წელს, „აპოლონ-11“-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში მთვარეზე დაეშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები