ისლამისტებმა მასწავლებელი მოკლეს და დაწვეს
უცნობმა პირებმა ტაილანდში სკოლის მასწავლებელი დახვრიტეს, შემდეგ კი გვამი დაწვეს. პოლიციის ინფორმაციით, ეს საზარელი მკვლელობა ისლამისტმა „ბოევიკებმა“ ჩაიდინეს. სკოლის მასწავლებელს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც იგი პატტანის პროვინციაში მოტოციკლით სკოლაში მიდიოდა. ისლამისტთა თავდასხმის გამო ქვეყანაში ბოლო 10 წლის მანძილზე 5 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათგან 170 მასწავლებელია. „ბოევიკები“ პირველ რიგში თავს ესხმიან უსაფრთხოების დაცვის ჯგუფს და პირებს, რომლებსაც ქვეყნის მთავრობასთან კავშირი აქვთ. ამ ხალხის უმეტესი ნაწილი ბუდისტია.