მეცნიერებმა ტიტანზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობა დაუშვეს

გერმანიის და აშშ-ს ასტრონომების აზრით, სატურნის უდიდეს თანამგზავრ ტიტანზე შეიძლება ცოცხალი ორგანიზმები არსებობდეს.
მეცნიერების აზრით, სხვა პლანეტებზე არსებობენ ცოცხალი ორგანიზმები, მაგრამ დედამიწის ორგანიზმებისგან ისინი ექსტრემალურ პირობებში ცხოვრების სპეციფიური თვისებებით გამოირჩევიან. კვლევაში მითითებულია, რომ თუ მარსზე მცხოვრები ორგანიზმები შეიძლება ჰგავდეს დედამიწის ბინადრებს, ტიტანზე ორგანიზმების ბიოქიმია პრინციპულად განხვავებული იქნება. ამ თანამგზავრის ზედაპირზე ტემპერატურა ცელსიუსით 180 გრადუსს შეადგენს, მის ატმოსფეროში პრაქტიკულად არ არის წყალი და ნახშიროჟანგი. სატურნის ამ თანამგზავრზე „წყლის“ ფუნქციას თხევადი მეთანი და ეთანი ასრულებენ. ტიტანზე შესაძლებელია ნახშირწყალბადის ნალექები და სეზონური ცვლილებები იყოს. ამ შემთხვევაში შიდაქსოვილური სითხის როლს ნახშირწყალბადის შენაერთები ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები