ზვიად სიჭინავას უეფამ 10-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა, მალე პოსტს დატოვებს. არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია და ის სამ ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებამდე სიჭინავა პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს, მანამდე კი სფფ-ში აუდიტი შევა და დასკვნას დადებს. ზვიად სიჭინავას განცხადებით, ის ფეხბურთიდან მიდის და მომავალ არჩევნებში კენჭისყრას აღარ აპირებს.
ექსკლუზიურად, „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ზვიად სიჭინავას სამსახური უეფაში შესთავაზა, თანაც საკმაოდ ხანგრძლივად.
თუკი ზვიად სიჭინავა უეფას შეთავაზებას დასთანხმდება, ის აღნიშნულ უწყებასთან 10-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სწორედ ასეთი პირობა შესთავაზეს სიჭინავას ნიონიდან.

უეფა სიჭინავას რომ ენდობა, ეს დიდი ხანია ცნობილია. სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველოს დედაქალაქმა, თბილისმა, რამდენიმე დღის წინ უეფას სუპერთასს უმასპინძლა. მასპინძლობაცაა და მასპინძლობაც. თავად უეფას წარმომადგენლები, მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები, კლუბები და უბრალო გულშემატკივრები, ერთხმად აღიარებენ იმას, რომ ამ ივენთმა საკმაოდ მაღალი ქულები მოუტანა საქართველოს უცხოელების თვალში.

გახსნის ცერემონიალიდან დაწყებული, უმნიშვნელო დეტალით დასრულებული, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული. სფფ-სთან ერთად, სუპერთასის ორგანიზებაში სახელმწიფოც გახლდათ ჩართული.
წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები