რუსეთს უკრაინის ხელისუფლებამ ევროსასამართლოში უჩივლა
უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, რუსეთის ყირიმში ქმედებების გამო უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი ევროსასამართლოში შეიტანა. ევროსასამართლომ კი საჩივრის მიღების შემდეგ, მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი სამხედრო ქმედებისა და ნაბიჯებისგან, რომელიც შეზღუდავს ადამიანთა უფლებებს და ადამიანის უფლებათა კონვენციის ნორმებს დაარღვევს.