„ალია“: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მსოფლიოს ძვირად ღირებულ კურორტებზე ისვენებენ – ფოტოკოლაჟი

„პარტიული აქტივი „ნაცლიდერებს“ უპირისპირდება“,  – ამ სათაურით გაზეთი „ალია“  დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს, სადაც სანდო წყარო გამოცემას  პარტია  „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციებს აწვდის.
სანდო წყაროს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“  ცნობილი სახეები  ზაფხულის  ცხელ დღეებს  მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნის  ფეშენებელურ კურორტებზე ატარებენ.
„12 აგვისტოს   „ნაცბანდელთა“ წრეებში ცნობილი გახდა, რომ მათი ლიდერები დასასვენებლად მსოფლიოს ძვირად ღირებულ კურორტებზე გაემგზავრნენ და სწორედ ამაზე ამტყდარა ერთი ვაი-ვიში: ნახეთ, ხალხო, ჩვენ ლამის შიმშილით სული გაგვძვრეს, ესენი კიდევ უცხოეთში დაბრძანდებიანო. მაგალითად,  ინკოგნიტო წყარო ამბობს, უკვე ცნობილია, რომ მიხეილ მაჭავარიანი  თავის ოჯახთან ერთად პარიზში გაემგზავრა, გიგა ბოკერია თავის კნეინა თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად დროს გაატარებს ლონდონში, ხოლო „ნაციონალების“ სულიერი დედა ირმა (ნურსა) ნადირაშვილი ორი კვირის განმავლობაში თურქეთის  პლაჟებს „დალაშქრავს“ .
წყაროს ინფორმაციით, ქვეყნიდან გასასვლელად ემზადებიან „ნაცბანდის“ სხვა ლიდერებიც, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ეს სამი ოჯახი უნახავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
სხვათა შორის, „ნაცმოძრაობაში“ ერთადერთი გიორგი ვაშაძე დარჩა, რომელმაც  ხონში სააკაშვილის მომხრე ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი მოაწყო, მაგრამ აქაც შარში გაეხვია – ბანაკში სხვადასხვა რაიონიდან ჩასულებს შორის დაპირისპირება მოხდა. ყოფილან დაშავებულები და ტრავმირებულებიც, რომლებიც საავადმყოფოებში მოათავსეს, მაგრამ „ნაცებს“  ყველაფერი დაუმალავთ. თავად გიორგი ვაშაძემ კი თავი გაიგიჟა, ბანაკში არაფერიც არ მომხდარა, ისე ვერთობით, მეტი არ შეიძლებაო.
როგორც წყარო ამბობს, დავით კეზერაშვილის მიერ გამოგზავნილი ფულით  ლიდერები სარგებლობენო. მიშას უთქვამს, ცოტა „ქამრები მოიჭირეთ“, მასობრივი „გულავი“ მაშინ იქნება, როცა საქართველოში დავბრუნდებიო, მაგრამ, როგორც ჩანს,  „ქამრების მოჭერა“ მარტო აქტივისტებს შეეხოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირმა ნადირაშვილი  ოჯახთან  ერთად, თურქეთში გამგზავრებულა, მაგრამ მანამდე ოდესაში ისვენებდა.  პრინციპში, ეს „სამუშაო დასვენება“ უფრო იყო, რადგან შეფს მისთვის ახალი დავალებები მიუცია – სექტემბრის შუა რიცხვებიდან აუცილებლად უნდა დაიწყონ პროვოკაციული გამოხტომები, კარბელაშვილისა და ბარამიძის დონეზე ვერ დარჩებიან“, – წერს გამოცემა.
ამავე წყაროზე დაყრდნობით:  „სექტემბრიდან, როცა სხვა ლიდერები თბილისში დაბრუნდებიან და მუშაობას შეუდგებიან, „დასიცხული“ საშუალო და დაბალი რგოლებიც გეგმავენ აჯანყებას, ოღონდ შიგნითვე – „ნაციონალურ მოძრაობაში“,-  წერს  „ალია“.
ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა კობა ხაბაზმა მუხიანში 5 ბინა, სავარაუდოდ, პარტიისთვის  გამოგზავნილი თანხებიდან შეიძინა.

10984227_736880879767390_7804107637037722859_n

11036923_736880849767393_2955182234379888221_n

11846637_736880763100735_8700516958144089492_n

 11863228_10205235367823822_5147121426957943551_n
11828713_10205227655551020_648164685633082124_n
11817125_10205225337973082_5990966794424054870_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები