ლევან ბერძენიშვილი: ნიკა გვარამია ჩემთვის ადამიანიც აღარ არის

ნიკა გვარამია ჩემთვის ადამიანიც აღარ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დაყადაღებამ ტელევიზიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, თუნდაც იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ედო ყადაღა და მაინც მუშაობდა.
„ნიკა გვარამია არის ის, რომელმაც ტელევიზიის საშუალებით ადამიანები აგენტებად გამოაცხადა და სხვა ტელევიზიის დაყადაღებაზე ისტორიული სიტყვა თქვა. ამის შემდეგ გვარამია ჩემთვის ადამიანიც აღარ არის. ქონებრივ დავაზე სასამართლო პროცესი რითი შეუშლის ხელს ტელევიზიის ფუნქციონირებას?! სარედაქციო პოლიტიკაში ერევა ვინმე?! ამ მხრივ არაფერი შეიცვლება. თუ მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ არ იქნება ტელევიზია, ამით ტრაგედია არ შეიქმნება, მაგრამ ხელისუფლება მის საქმეებში არ ჩაერევა “,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები