“მარგველაშვილი ახალაიას, მერაბიშვილსა და „ნაცმოძრაობის“ სხვა ბობოლებს შეიწყალებს”

უახლოეს მომავალში მარგველაშვილი ახალაიას, მერაბიშვილსა და „ნაცმოძრაობის“ სხვა ბობოლებს შეიწყალებს, – აღნიშნული განცხადება, „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სამარცხვინოდ იქცევა, რადგან ის პოლიტიკურ სიმპათიებს აშკარად გამოხატავს. „დღეს მარგველაშვილის კანდიდატურა „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან სჭირდება. ისინი ოდიოზურ ფიგურებს დროებით გვერდით გასწევენ და ახალ სახეებს მარგველაშვილის პოლიტურ ფიგურას დაუკავშირებენ. როდესაც სიტუაცია მომწიფდება, პრეზიდენტი განაცხადებს, რომ ვალდებულია დასავლელი პარტნიორების მოთხოვნას ყური დაუგდოს, რეკომენდაციები გაითვალისწინოს და საკუთარი ქვეყნის იმიჯზე იზრუნოს. ამ მოტივით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მარგველაშვილი ახალაიას, მერაბიშვილსა და „ნაცმოძრაობის“ სხვა ბობოლებს შეიწყალებს. ამ ნაბიჯს დღეს მხოლოდ იმიტომ არ დგამს, რომ მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე სასამართლო განაჩენი არ დამდგარა“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები