სალვადორში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
ხუთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა სალვადორის ქალაქ დელგადოში, ერთ-ერთ სტადიონთან მომხდარი სროლის შედეგად. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა სტადიონზე შეკრებილ ადამიანებს ავტრომობილიდან დაუწყეს სროლა.
პორტალ El Salvador-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ცხრა ადამიანი მონაწილეობდა. წინასწარი ინფორმაციით, სროლის შედეგად ელ ტრანსიტოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის წევრები, ასევე ადგილობრივი დანაშაულებრივი დაჯგუფების სამი წევრი დაიღუპა.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.