ოდესაში „სამოობორონას“ ოფისი ააფეთქეს

ოდესაში, ორგანიზაცია „ოდესის სამოობორონას“ ოფისთან აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ორმა ბოროტმოქმედმა, რომლებიც „მოპედით“ გადაადგილდებოდნენ, ღამის ოთხის ნახევარზე შტაბის ტერიტორიაზე ბომბი შეაგდეს. აფეთქების შედეგად დაცვის ჯიხურის მინები ჩაიმსხვრა. მინები დაზინდა ასევე მეზობელ სახლში.
ადგილზე გავიდნენ მილიციის თანამშრომლები და გამნაღმველები. ექსპერტებმა დადგინეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის ეკვივალენტს შეადგენდა.
„ოდესის სამოობორონას“ შენობის ტერიტორიაზე განთავსებულია უკრაინის აღმოსავლეთში უკრაინელი სამხედროების დახმარების პუნქტი, ასევე მოხალისეთა ორგანიზაცია, რომელიც დონბასიდან დევნილებს ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები