მიხეილ სააკაშვილი ბორის გრებენშიკოვს შეხვდა
რუსი როკმუსიკოსი ბორის გრებენშიკოვი ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
„ჩვენთან სტუმრად იყო ბორის გრებენშიკოვი. ის ოდესაში, თბილისსა და კიევში გამართული კონცერტების შემდეგ ჩამოვიდა და თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. გრებენშიკოვი კიევის აუდიტორიით აღფრთოვანებული იყო და მთლიანად უკრაინაზე ძალიან თბილად საუბრობდა“, – დაწერა სააკაშვილმა. მან გრებენშიკოვთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
გრებენშიკოვი რამდენჯერმე გამოვიდა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის წინააღმდეგ. 2014 წელს მან ვიაჩესლავ ბუტუსოვთან, იური შევჩუკთან და მაქსიმ ლეონიდოვთან ერთად ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც მოსკოვს და კიევს მშვიდობისკენ მოუწოდა.