დიდ ბრიტანეთში ავიაშოუს დროს სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
დიდ ბრიტანეთში CarFest-ის შოუს დროს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად პილოტი დაიღუპა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც რამდენიმე ავიაგამანადგურებელი უმაღლესი პილოტაჟის ფიგურებს ასრულებდა. პილოტმა თვითმფრინავი ვერ დაიმორჩილა და ის მიწაზე დაეცა. შოუს მაყურებლებს შორის არავინ დაშავებულა, თვითმფრინავი მათგან მოშორებით ჩავარდა.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, გასულ კვირას CarFest-ის ავიაციური ჯგუფის მონაწილეებმა ერთ-ერთ თვითმფრინავთან დაკავშირებული პრობლემების გამო შოუში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საუბარია სწორედ იმ თვითმფრინავზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა. ავიაშოუზე გაჭირვებული ბავშვებისთვის თანხების შეგროვების აქცია მიმდინარეობდა. მისმა მონაწილეებმა, კატასტროფის მიუხედავად, შოუს გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, რათა ქველმოქმედებისთვის თანხების შეგროვება გაგრძელდეს.