არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი 41 პირი დააკავეს

არაბთა გაერთიანებული საემიროების პროკურატურამ 41 პირი დააკავა, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ქვეყნის გენერალური პროკურორის სალემ საიდ კუბეიშის განცხადებით, ეჭვმიტანილებმა ტერორისტული დაჯგუფება შექმნეს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა. გენერალური პროკურორის ინფორმაციით,დაჯგუფების მიზანს, მთავრობის დამხობა და “ისლამური ხალიფატის” შექმნა წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები