ნიუ-იორკში სროლის შედეგად დაახლოებით 11 ადამიანი დაშავდა
ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უბანში, ბრუკლინში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიჭრა. სროლა ერთ-ერთ გასართობ წვეულებაზე მოხდა.
ბოროტმოქმედმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.