თურქეთში პოლიციის შენობასთან აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში,ირანის საზღვართან მდებარე ქალაქ დოგუბაიაზიტში პოლიციის შენობასთან აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა 24 კი – დაიჭრა, ამ დროისთვის ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია. როგორც “ბი-ბი-სი“ იუწყება, პოლიციის განყოფილებასთან ტრაქტორი ააფეთქეს, რომელშიც ორი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერაქტი ქურთი ამბოხებულების ორგანიზაცია “ქურთთა მუშათა პარტიის” მიერ იყო ორგანიზებული.