საუდის არაბეთი ავიაკატასტროფაში ოსამა ბინ ლადენის ნათესავების დაღუპვას ადასტურებს

დიდ ბრიტანეთში ავიაკატასტროფაში დაღუპულ პირთა შორის 2011 წელს მოკლული „მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის“ ოსამა ბინ ლადენის და და დედინაცვალი იყო.
„The Guardian“-ის ცნობით, ეს ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში საუდის არაბეთის საელჩომ დაადასტურა.დიდ ბრიტანეთში საუდის არაბეთის ელჩმა დაღუპულთა ახლობლებს და ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა. საელჩოში განაცხადეს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებასთან ერთად კატასტროფის გამოძიებაში მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ ბლეკბუშის აეროდრომზე დაფრენის დროს მცირე ზომის თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს აცდა, შემდეგ აეროპორტის ღობე გაანგრია და ავტოსადგომზე აღმოჩნდა, სადაც საწვავით სავზე ცისტერნას დაეჯახა. შეჯახების შედეგად აფეთქება მოხდა. ხანძარმა თვითმფრინავი მთლიანად გაანადგურა. დაიწვა ასევე რამდენიმე ავტომობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები