ებრაელებმა პალესტინელის სახლს ცეცხლი მოუკიდეს – დაღუპულია წლინახევრის ბავშვი

ებრაელებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელის სახლს ცეცხლი მოუკიდეს, რის შედეგად წლინახევრის ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტრაგედია სოფელ დუმაში მოხდა. ბავშვის მშობლებმა და უფროსმა ძმამ სერიოზული დამწვრობა მიიღეს. თავდამსხმელებმა სახლთან წარწერა „შურისძიება“ დატოვეს. თვითმხივლელების ინფორმაციით, რამდენიმე პირმა სახლს აალებადი ბომბები ესროლეს. შენობაში მყოფმა მამაკაცმა ცოლის და უფროსი შვილის გადარჩენა მოახერხა. ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად არმიის და პოლიციის ნაწილები დანაშაულში ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაციას ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები