ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა

ერევანში დენის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა. მოძრაობა „აღსდექ სომხეთო!“-ს წევრები ქვეყნის ხელისუფლებისგან მოითხოვენ იმის ახსნას, თუ რა წყაროებიდან მოხდება დენის ტარიფის გაზრდის სუბსიდირება. იმ შემთხვევაში, თუ ჩინოვნიკები ამ კითხვას პასუხს ვერ გასცემენ, მომიტინგეები საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ. მომიტინგეთა ინფორმაციით, 30 ივლისს სომხეთის მთავრობის სხდომა გაიმართა, მაგრამ არც ტარიფებზე, არც სუბსიდირებაზე მასზე საუბარი არ ყოფილა. 27- 31 ივლისს აქციები ერევანში, რესპუბლიკის მოედანთან გაიმართა. ამასთანავე მომიტინგეები ამბობენ, რომ მოედნის ტერიტორიაზე მათ პოლიცია არ უშვებს. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ერევანში ივნისის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. 23 ივნისს პოლიციამ ბაგრამიანის მოედანზე დემონსტრაცია დაარბია და 240 ადამიანი დააპატიმრა. თუმცა იმავე დღეს საპროტესტო გამოსვლები ახალი ძალით განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები