თურქეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად ქურთთა მუშათა პარტიის 260 წევრი დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბოლო დღეებში განხორციელებული დარტყმების შედეგად ქურთთა მუშათა პარტიის 260 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. ამავე ცნობების მიხედვით, დაჭრილია დაახლოებით 400 „ბოევიკი“.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ავიაციამ და სახმელეთო ძალებმა სირიაში და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა მუშათა პარტიის პოზიციები დაბომბეს. შეტევა 20 ივლისს ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის საპასუხოდ განხორციელდა. ამ ავიადარტყმების შემდეგ ქურთთა მუშათა პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ანკარასთან სამშვიდობო შეთანხმებას წყვეტენ, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები