ოდესაში კორუფციის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურის და ოდესის პროკურატურის თანამშრომლებმა ოდესაში რამდენიმე თანამდებობის პირი დააკავეს, რომლებიც ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები. ოდესის პროკურატურის ინფორმაციით, ჩინოვნიკები 15 ათასი გრივნის ქრთამის აღების მომენტში დააპატიმრეს.
„თანამდებობის პირები კერძო მეწარმისგან ქრთამის გადახდას მოითხოვდნენ, სანაცვლოდ კი ოდესის სუვოროვის რაიონში საბითუმო ვაჭრობისთვის ადგილების გამოყოფას ჰპირდებოდნენ“, – აცხადებენ პროკურატურაში.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით – „ქრთამის აღება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები